დოქტორანტურა


2007 წელს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დაარსებისას,  ევროკავშირის TACIS-ის პროექტის “ევროპული კვლევების ცენტრის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში” ფარგლებში - აქტიურად განიხილებოდა საკითხი იმის შესახებ, რომ ინსტიტუტი უნდა განვითარებულიყო და ჩამოყალიბებულიყო, როგორც ამიერკავკასიაში კვლევის რეგიონული ცენტრი და დასავლეთის უნივერსიტეტების საიმედო აკადემიური პარტნიორი. შესაბამისად, გარდა სამაგისტრო პროგრამისა, აქ უმნიშვნელოვანესი იყო ასევე  შექმნილიყო სამხრეთ კავკასიაში უნიკალური ინტერდისციპლინური, ინგლისურენოვანი და ევროპული კვლევის კულტურაზე ორიენტირებული სადოქტორო პროგრამა.

ევროკავშირის პატრონაჟით შექმნილი ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიზნებისა და კონცეფციის შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა მარტო ძლიერი კადრების მომზადება სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებში პრაქტიკულ საქმიანობაში ჩასართავად, არამედ ისიც, რომ ევროპისმცოდნეთა ახალმა თაობამ საკუთარ თავზე აიღოს მეტად მნიშვნელოვანი ვალდებულება, რასაც მეცნიერების განვითარება და პედაგოგიური საქმიანობა ქვია.

2007 წლიდან დღემდე მიღებული სტუდენტების ნაკადმა, მათმა აკადემიურმა მოსწრებამ და   პროგრამის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულთა კარიერულმა წინსვლამ გაამყარა მოსაზრება, რომ ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა ნამდვილად წარმატებულია და რომ უკვე დადგა შესაბამისი მომენტი, როცა ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის შემუშავება აქტიურ ფაზაში უნდა გადავიდეს. ამ საქმეში ევროკავშირის მისიამ საქართველოში თავისი მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.  

ევროპისცმოდნეობის სადოქტორო პროგრამა, რომელიც ამჟამად შემუშავების პროცესშია, მიზნად ისახავს ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხების თეორიულ და პრაქტიკულ კვლევას ინტერდისციპლინური მიდგომის გამოყენებით, რაც იძლევა შესაძლებლობას იმისა, რომ მომავალმა დოქტორებმა ერთის მხრივ თავად შეძლონ ღრმა და ყოვლისმომცველი კვლევებისა და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება ევროკავშირთან დაკავშირებით სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური და ისტორიული გადმოსახედიდან, ხოლო მეორეს მხრივ სტუდენტების მომავალ თაობასაც გაუზიარონ ამა თუ იმ სამეცნიერო პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებული ახლებური მიდგომები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინსტიტუტში ამგვარი ევროპული სტანდარტების დანერგვით პირველ რიგში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცემა შესაძლებლობა, რომ ინსტიტუტის საუკეთესო გამოცდილებები ყველა აკრედიტებულ პროგრამაზე გაავრცელოს, რითაც ფაქტობრივად მოხდება კვლევების მიმართულებით მთელი საერთო შიდა საუნივერსიტეტო დონის ამაღლება.

პროგრამის შემუშავების დასრულების შემდგომ დოქტორანტთა მიღება ოფიციალურად გამოცხადდება და დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება როგრც თსუ-ს ვებ-გვერდის, ასევე სხვა სოციალური ქსელების მეშვეობით.
კონფერენცია
ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა
ევროპისმცოდნეობის სადოქოტორო პროგამის პირველი მიღების დოქტორანტები
სადოქტორო პროგრამის სტრუქტურა
სალექციო კურსების ვიდეოები
აკრედიტაცია
წიგნი "ყველაფერი სამეცნიერო ნაშრომის მომზადებისა და გამოქვეყნების შესახებ"
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012