თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტთან თანამშრომლობით თსუ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ განხორციელებული პროექტი: „საქართველოს ევროპული გზა“

08.04.2019
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტთან თანამშრომლობით თსუ სტუდენტური თვითმმართველობა ახორციელებს პროექტს: „საქართველოს ევროპული გზა“.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდნენ თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტისა და საფეხურის სტუდენტები. პროექტი ტარდება გუნდური პრინციპით, თითო გუნდში- 5 სტუდენტი.

პროექტის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს სწორი ინფორმაცია ევროკავშირის და მისი მუშაობის შესახებ, ევროკავშირის ინსტიტუტებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მითებზე.

გუნდები მოისმენენ ტრენინგებს შემდეგ თემებზე:

1. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები - 8 აპრილი
არჩილ ყარაულაშვილი- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის საკითხებზე გენერალური დირექტორატის უფროსი.
ვასილ კაჭარავა- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი

2. ევროკავშირის ინსტიტუტები- 10 აპრილი
ნინო ლაპიაშვილი- თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი.

3. სტრატეგიული კომუნიკაციები და ანტი-დასავლური პროპაგანდა - 12 აპრილი
თორნიკე ნოზაძე- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი

ტრენინგის შემდეგ გუნდებს მიეცემათ გარკვეული დრო ნაშრომის დასაწერად თემაზე: „ანტიდასავლური პოლიტიკა, სტერეოტიპები და მისი გადაჭრის გზები“. გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება 22 აპრილს.

თსუ-ის თვითმმართველობის ორგანიზებით უკვე შეირჩა 16 გუნდი, საუკეთესო ნაშრომის მქონდე 8 გუნდი გადავა ფინალში, მათგან კი გამოვლინდება 2 გამარჯვებული გუნდი.

პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი.

გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზით:
I ადგილზე გასული გუნდი- 800ლ
II ადგილზე გასული გუნდი- 400ლ

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი წარმატებას უსურვებს თსუ თვითმმართველობას და ღონისძიებაში მონაწილე გუნდებს.
<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012