ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე 2020/2021

15.07.2020
ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს  მიღებას 2020–2021 სასწავლო წლისათვის ინგლისურენოვან  ინტერდისციპლინურ  სამაგისტრო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში, ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის შესაძლებლობითა და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით. 
  
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი დაარსდა 2007 წელს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ეფუძნება თსუ–ის ოთხ ფაკულტეტს:
 
  • იურიდიული ფაკულტეტი; 
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; 
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.    

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი და კურსის სილაბუსები შედგენილია უცხოელი ექსპერტების მიერ ევროპისმცოდნეობის წამყვანი ევროპული პროგრამების გათვალისწინებით. 

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს ოთხ ძირითად საგანს დამფუძნებელი ფაკულტეტებიდან:
  • ევროკავშირის სამართალი
  • ევროკავშირში ინტეგრაციის ეკონომიკა    
  • ევროპის ისტორია
  • მმართველობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი ევროკავშირში

დიპლომი გაიცემა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მიერ.


სწავლის ღირებულება სემესტრულად შეადგენს  1500 ლარს

2020-2021 სასწავლო წელს ჩარიცხულ 10 საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს (5 საქართველოს მოქალაქე და 5 სტუდენტი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებიდან) კონრად ადენაურის სახელობის ფონდი პროგრამაზე სწავლას შემოდგომის სემესტრში სრულად დაუფინანსებს. 

ასევე, ნაწილობრივი სტიპენდიაა გათვალისწინებული შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების ფარგლებში 1 სტუდენტისთვის, რომელსაც ყველაზე მაღალი შეფასება ექნება მისაღებ სპეციალობის გამოცდაში. 


მსურველებს, აუცილებელია, ჩაბარებული ჰქონდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდა, რის საფუძველზეც მოპოვებული სახელმწიფო გრანტი საფასურის დაფარვის ნაწილში მოქმედებს. 


ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. 




2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურაში მიღების ვადები:
(რექტორის ბრძანება: https://www.tsu.ge/ge/juridical/orders/cA2UiQivTSHxDtD0r/?p=1)

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) - 24 - 31 აგვისტო;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) (ინგლისური ენა, B2 დონე) -  3 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 7  სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  8 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 8 - 9 სექტემბერი;
ზ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 12  სექტემბერი;
ი) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 14  სექტემბერი;
კ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) (გასაუბრება) - 10 სექტემბერი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 15 - 17 სექტემბერი;
მ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა -  18 სექტემბერი;
ნ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 21 სექტემბერი.




მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: 

ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (თსუ-ის კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2020 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე); 
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მონაწილეობის დამადასტურებელი საგამოცდო ბარათის ასლი.




საკონტაქტო ინფორმაცია:

ევროპული კვლევების ინსტიტუტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, მე-2 კორპუსი, მე-4 სართული, ოფისი 406
ელ-ფოსტა:  helpdesk.ies@tsu.ge
ტელ: (+995) 595770110; (+995) 599108792
<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012