ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე 2023/2024

07.08.2023
ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს  მიღებას  2023–2024 სასწავლო წლისათვის  ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ  სამაგისტრო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა", ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობითა და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით. 
  
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი დაარსდა 2007 წელს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და კონცეფტუალურად ეფუძნება თსუ–ის ოთხ ფაკულტეტს:
 
  • იურიდიული ფაკულტეტი; 
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; 
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.    

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი და კურსის სილაბუსები შედგენილია უცხოელი ექსპერტების მიერ ევროპისმცოდნეობის წამყვანი ევროპული პროგრამების გათვალისწინებით. 


დიპლომი გაიცემა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მიერ.


სწავლის ღირებულება სემესტრულად შეადგენს   1500 ლარს საქართველოს მოქალაქეებისთვის ხოლო  2100 ლარს  - უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.    


კანდიდატებს, აუცილებელია, ჩაბარებული ჰქონდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდა, რის საფუძველზეც მოპოვებული სახელმწიფო გრანტი საფასურის დაფარვის ნაწილში მოქმედებს. 

ამასთან, პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ქონა შემდეგი ფაკულტეტებიდან: იურიდიული, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა. 


ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. 




2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურაში მიღების ვადები:
(რექტორის ბრძანება N 174/01-01; 31/07/2023)

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება (რეგისტრაცია) - 21-30 აგვისტო;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - ინგლისური ენა, B2 დონე -  5 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9  სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  11 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 13-14 სექტემბერი;
ზ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 18  სექტემბერი;
ი) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 19  სექტემბერი;
კ) გასაუბრება (გამოცდა სპეციალობაში იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) - 18 სექტემბერი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 20-22 სექტემბერი;
მ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა -  25 სექტემბერი.





მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: 

ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ის კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2023 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე); 
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მონაწილეობის დამადასტურებელი საგამოცდო ბარათის ასლი;
კ) სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
ლ) რეზიუმე/СV ინგლისურ ენაზე (სასურველია Europass ფორმატით). 


ჩაბარების მსურველი კანდიდატები პირველ ეტაპზე რეგისტრაცის გადიან ელექტრონულად, ხოლო დოკუმენტების მატერიალური სახით წარმოდგენა მოხდება ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმებულ თარიღში.


საკონტაქტო ინფორმაცია:

ევროპული კვლევების ინსტიტუტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, მე-2 კორპუსი, მე-4 სართული, ოფისი 406
ელ-ფოსტა:   helpdesk.ies@tsu.ge
ტელ: (+995) 595770110 
<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012