სიახლეების არქივი
| გვერდი | 17 | 23-დან |
|
ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი კონფერენცია
17/04/2013
1 მაისს, 10.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ორდღიან ღონისძიებას გამართავს. ღონისძიებაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ პრეზენტაცია შედგება. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართება. პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის განვითარების თეორიული და პრაქტიკული ასპექტებისადმი მიძღვნილი ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია და ვორკშოპი ჩატარდება, რომელშიც პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტების წარმომადგენლები და თსუ–ს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას. ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება 2 მაისს დასრულდება. |
|
|
ვაკანსია - საერთაშორისო ექსპერტი
12/01/2013
გაცნობებთ, რომ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტმა ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო "ევროპისმცოდნეობაში ინტერდისციპლინური სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის ჩამოყალიბების შესახებ" პროექტის იმპლემენტაცია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ვაცხადებთ ვაკანსიას სამ ექსპერტზე საერთაშორისო გამოცდილებით: საერთაშორისო ექსპერტი სტრუქტურირებულ სადოქტორო პროგრამაში (ხანგრძლივი ვადით); საერთაშორისო ექსპერტი ევროკავშირის სამართალში (მოკლე ვადით); საერთაშორისო ექსპერტი სტრუქტურირებულ სადოქტორო პროგრამაში (მოკლე ვადით); |
|
|
Call for International Experts Extanded Deadline
11/01/2013
Within the framework of the project “Establishing an Interdisciplinary PhD Programme in European Studies at Tbilisi State University” (under External Actions of the EU – ENPI/2012/306-124), Institute for European Studies of Tbilisi State University is pleased to make the announcement for the following positions: - Long-Term Expert of Structured PhD Program with International experience; - Short-Term Expert of EU Law with International experience; - Short-Term Expert in Structured PhD Program with International experience. |
|
|
ვაკანსია - საერთაშორისო ექსპერტი
12/12/2012
გაცნობებთ, რომ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტმა ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო "ევროპისმცოდნეობაში ინტერდისციპლინური სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის ჩამოყალიბების შესახებ" პროექტის იმპლემენტაცია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ვაცხადებთ ვაკანსიას სამ ექსპერტზე საერთაშორისო გამოცდილებით: საერთაშორისო ექსპერტი სტრუქტურირებულ სადოქტორო პროგრამაში (ხანგრძლივი ვადით); საერთაშორისო ექსპერტი ევროკავშირის სამართალში (მოკლე ვადით); საერთაშორისო ექსპერტი სტრუქტურირებულ სადოქტორო პროგრამაში (მოკლე ვადით); |
|
|
Call for International Experts
12/12/2012
Within the framework of the project “Establishing an Interdisciplinary PhD Programme in European Studies at Tbilisi State University” (under External Actions of the EU – ENPI/2012/306-124), Institute for European Studies of Tbilisi State University is pleased to make the announcement for the following positions: - Long-Term Expert of Structured PhD Program with International experience; - Short-Term Expert of EU Law with International experience; - Short-Term Expert of Structured PhD Program. |
|
|
სტუდენტური დებატები: "ევროკავშირი და საქართველო - სტუდენტური პერსპექტივა"
27/11/2012
სამშაბათს 27 ნოემბერს 17:00 საათზე თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი მასპინძლობს სტუდენტურ დებატებს თემაზე:
„ევროკავშირი და საქართველო - სტუდენტური პერსპექტივა“ დებატებში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან, რაც თავის მხრივ შეუწყობს ხელს ახალგაზრდებს შორის მოსაზრებათა ურთიერთგაცვლის პრაქტიკის ჩამოყალიბებას ევროკავშირის შესახებ და სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას აღნიშნულ სფეროში. დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. სამუშაო ენა: ქართული მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. #3, თსუ მე–2 კორპუსი, მე–4 სართული, ოფისი 406. |
|
|
მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამა
22/11/2012
2011 წლის 14 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა
დაიწყო ტემპუსის პროექტის “მიგრაცია და უმაღლესი განათლება უნარებისა და
შესაძლებლობების განვითარებისათვის” იმპლემენტაცია. პროექტის ფარგლებში
იგეგმება მიგრაციის მართვის ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის
შექმნა, რომლის ინტეგრაცია მოხდება თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტში.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ პროექტის ვებ–გვერდი. |
|
|
საჯარო ლექცია თემაზე ბელორუსი დღეს
15/11/2012
ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციების ფარგლებში პარასკევს 16 ნოემბერს 17:00 საათზე ბატონი ალექსანდრე გრაფ პრუჟენსკი (ბელორუსიის ქრისტიან დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტი) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ბელორუსი დღეს |
|
| გვერდი | 17 | 23-დან |






