სიახლეების არქივი


გვერდი 3 22-დან
დაწყებულია მიღება ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთათვის
15/07/2022
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე დაწყებულია საბუთების მიღება საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე კანდიდატებისთვის. 
 
ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია და ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების წარმატებული აკრედიტაციის აღსანიშნავი ღონისძიება
11/07/2022
2022 წლის 11 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა მე-14 გამოსაშვები ცერემონია და, ასევე, ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების წარმატებული რე/აკრედიტაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
 
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტში სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა
09/07/2022
2022 წლის 9 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი და ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მარეკ შჩიგელის შეხვედრა ინსტიტუტის სტუდენტებთან
06/07/2022
ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხებზე, საქართველოსა და მთლიანად რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლზე ისაუბრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა,  ელჩმა მარეკ შჩიგელმა
 
ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს 7 წლით მიენიჭა აკრედიტაცია!
30/06/2022
დღეის მდგომარეობით ინსტიტუტში ფუნქციონირებს 6 პროგრამა და ევროპისმცოდნეობის ინოვაციური სწავლა- სწავლების ცენტრი.
 
მეორე საერთაშორისო კონფერენცია ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის ფარგლებში
16/06/2022
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტმა 2022 წლის 14-15 ივნისს ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს/Jean Monnet პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ (EUSTBA) მეორე ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენცია ეძღვნებოდა ევროპისმცოდნეობის სწავლისა და სწავლების მეთოდებს, რომელიც დაფუძნებული იყო ამავე თემაზე თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ეთერ ღვინერიას მიერ  პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ვორქშოპზე.  
 
ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ლატვიის ვიდძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან
14/06/2022
ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობასა და სტრატეგიულ კომუნიკაციასა და მმართველობაში, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტსა და ლატვიის ვიდძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შეიქმნა, 2022 წლიდან განხორციელდება. პროგრამის კურსდამთავრებულებს ორივე უნივერსიტეტის დიპლომები გადაეცემათ. ეს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიერ დანერგილი მეორე ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაა. 
 
ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობასა და ევროკავშირის სამართალში
09/05/2022
ევროპის დღე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვილნიუსის უნივერსიტეტის დელეგაციის და დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით აღინიშნა. ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობასა და ევროკავშირის სამართალში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვილნიუსის უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა, 2022 წლიდან განხორციელდება. პროგრამის კურსდამთავრებულებს ორივე უნივერსიტეტის დიპლომები გადაეცემათ. 
 
გვერდი 3 22-დან
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012