სიახლეების არქივი
![]() |
გვერდი | 4 | 22-დან | ![]() |
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული კვლევების ინსტიტუტისა და ვილნიუსის უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო (Master’s in European Studies/LLM in EU Law) პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება
07/05/2022
2022 წლის 9 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვილნიუსის უნივერსიტეტთან (ლიეტუვის რესპუბლიკა) თანამშრომლობით ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის შესახებ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება 12:30 საათზე დაიწყება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი აკადემიური კორპუსის მუზეუმში ჩატარდება, რომელიც, სიმბოლურად, ევროპის დღეს მიეძღვნება.
|
|
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო და ჟან მონეს ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამები დაამტკიცა
11/04/2022
2022 წლის 11 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორი საგანმანათლებლო პროგრამა - ევროკავშირის Erasmus+ პროექტის ფარგლებში შემუშავებული ჟან მონეს ევროპისმცოდნეობის ახალი საბაკალავრო პროგრამა და მოქმედი ინგლისურენოვანი ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა (Master’s in European Studies) რეაკრედიტაციის მიზნებისთვის ერთხმად დაამტკიცა.
|
|
2022 წლის 2-5 მარტს ჟან მონეს პროექტის მე-3 და მე-4 სამუშაო შეხვედრები გაიმართა
08/03/2022
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით 2022 წლის 2-5 მარტს ჟან მონეს პროექტის “ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის დაარსება” ფარგლებში მესამე და მეოთხე სამუშაო შეხვედრები გაიმართა
|
|
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის
17/01/2022
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში შექმნილ ინტერდისციპლინურ და ინტერფაკულტეტურ, ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა".
|
|
კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საერთაშორისო პროექტის შედეგების პრეზენტაცია
25/11/2021
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო პროექტის „აღმოსავლეთის პარტნიორობის როლი და მნიშვნელობა აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების ტრანსფორმაციის პროცესში“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
|
|
სტუდენტური ვაკანსიები IES პარტნიორისგან
12/11/2021
Course Instructor / Teacher – Smart Man LLC
SMARTMAN is an education and training center and owned exclusively UCMAS in Georgia. UCMAS is a unique scientifically-proven brain development program designed for children aged 4-15 years old, offering them an opportunity to accelerate their progress in mental abilities, development and academic excellence. |
|
ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის ონლაინ მაღაზია ისურვესგან
12/11/2021
საქართველოში ყველაზე მსხვილი ონლაინ მაღაზია ისურვე (https://isurve.ge) აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის, თემაზე „ონლაინ კომერციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.
|
|
ევროპისმცოდნეობის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა თსუ-ში
01/11/2021
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი ვილნიუსის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან ერთად ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს. ამის შესახებ ისაუბრეს შეხვედრაზე თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ, ვილნიუსის (ლიეტუვა) უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა
თომას დავულისმა და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა
ნინო ლაპიაშვილმა, რომელზეც განიხილეს ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. |
|
![]() |
გვერდი | 4 | 22-დან | ![]() |