სიახლეების არქივი
![]() |
გვერდი | 6 | 22-დან | ![]() |
შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან
09/06/2021
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს
ეკატერინე ზარიძეს,
ილია ნოზაძეს,
გიორგი გამიაშვილს,
მარიამ ავალიშვილს,
მეგი ჯალაღონიას,
მაკა ზურაშვილს,
გიორგი ხუხიასა და
დავით ხიმშიაშვილს შესაძლებლობა მიეცათ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისთვის დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა არსებული პრობლემების განხილვასა და ამ პრობლემებზე გადაწყვეტის გზების ძიებას.
|
|
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის - 1 ეტაპი
20/05/2021
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას (რექტორის ბრძანება N66/01-01; 19/05/2021) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში (ENPI/2012/306-124) შექმნილ ინტერდისციპლინურ და ინტერფაკულტეტურ, ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა".
|
|
გილოცავთ ევროპის დღეს!
09/05/2021
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი გილოცავთ ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის ისტორიული დეკლარაციის იუბილეს და მომავალი სასწავლო წლისთვის აცხადებს ღია კარის დღეებს
|
|
ინფორმაცია საერთაშორისო ვიზიტორი სტუდენტებისთვის
09/03/2021
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ისრაელის სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკის, შვეიცარიის კონფედერაციის, ნორვეგიის სამეფოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, ბელარუსიის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, სომხეთის რესპუბლიკის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, უზბეკეთის რესპუბლიკის, ტაჯიკეთის რესპუბლიკისა და თუქმენეთის მოქალაქეებს საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლა შეუძლიათ გამარტივებული წესით
|
|
კონრად ადენაუერის ფონდმა ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის (Masters in European Studies) ათი სტიპენდიანტი გამოავლინა
24/09/2020
მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ კონრად ადენაუერის ფონდმა 10 სტიპენდიანტი გამოავლინა, რომლის ფარგლებშიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნოების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის (Masters in European Studies) ხუთ ქართველ და ხუთ უცხოელ სტუდენტს აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონიდან ორი სემესტრის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება როგორც სწავლის სემესტრული საფასური, ასევე, გადაეცემათ საცხოვრებელი ხარჯები.
|
|
ევროპული კვლევების ინსტიტუტის ჟან მონეს პროექტმა კონკურსში გაიმარჯვა და დაფინანსება მოიპოვა
19/08/2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ნინო ლაპიაშვილის მიერ ინიცირებულმა ჟან მონეს პროექტმა კონკურსში გაიმარჯვა და ევროკავშირის დაფინანსება მიიღო.
|
|
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტმა ღია კარის დღეს უმასპინძლა
10/08/2020
დღეს, 10 აგვისტოს, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტმა ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე (MA in European Studies) გამოცხადებულ მიღებასთან დაკავშირებით ღია კარის დღეს უმასპინძლა, რომელიც გაიმართა თსუ-ის პირველი აკადემიური კორპუსის 216-ე აუდიტორიაში. |
|
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე 2020/2021
15/07/2020
ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას
2020–2021 სასწავლო წლისათვის
ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში, ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის შესაძლებლობითა და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით.
|
|
![]() |
გვერდი | 6 | 22-დან | ![]() |