სიახლეების არქივი
![]() |
გვერდი | 9 | 22-დან | ![]() |
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტთან თანამშრომლობით თსუ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ განხორციელებული პროექტი: „საქართველოს ევროპული გზა“
08/04/2019
|
|
პროფ. დოქ. ივო სლოსარციკის სემინარი თემაზე "კანონის უზენაესობა ევროკავშირში"
01/04/2019
2019 წლის 1 აპრილს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტმა უმასპინძლა
პრაღის ჩარლს უნივერსიტეტის პროფესორის დოქ. ივო სლოსარციკის სემინარს
თემაზე "კანონის უზენაესობა ევროკავშირში. სემინარი მოეწყო სპეციალურად თსუ
ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო
პროგრამების, ასევე, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში ერთობლივი
რეგიონალური სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის. სემინარი დასრულდა
საკმაოდ ინტერაქტიული კითხვა-პასუხის სესიით.
|
|
ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტების სადისერტაციო ნაშრომების დაცვა
18/03/2019
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტთა სადისერტაციო ნაშრომების დაცვა გაიმართება 2019 წლის 23 მარტს, 15:00 საათზე.
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ-ის პირველი აკადემიური კორპუსი, აუდიტორია 06. |
|
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში
28/12/2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტით „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში (#ENPI/2012/306-124) შექმნილ ინტერდისციპლინურ, ინტერფაკულტეტურ, ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში.
|
|
ევროკავშირის ელჩის ბატონ კარლ ჰარცელის შეხვედრა ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, ასევე საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის სტუდენტებთან
11/12/2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტთან (იურიდიული ფაკულტეტი) ერთად პატივი აქვს უმასპინძლოს საქართველოში ევროკავშირის ელჩის ბატონ კარლ ჰარცელის შეხვედრას ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი, ინტერდისციპლინური სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, ასევე საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის სტუდენტებთან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ტრადიციული შეხვედრები ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან 2010 წლიდან სისტემატურად იმართება.
|
|
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში
08/10/2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში (#ENPI/2012/306-124) შექმნილ ინტერდისციპლინურ, ინტერფაკულტეტურ, ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში.
|
|
2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები (იურიდიული ფაკულტეტი)
06/09/2018
2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები (იურიდიული ფაკულტეტი)
|
|
ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე დარეგისტრირების მსურველ კანდიდატთა საყურადღებოდ
29/08/2018
გაცნობებთ, რომ თსუ-ის მეორე აკადემიურ კორპუსში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო საბუთების მიღება იწარმოებს როგორც ამავე კორპუსის N 406 აუდიტორიაში (IV სართული), ასევე თსუ-ის პირველი აკადემიური კორპუსის N 216 აუდიტორიაში (II სართული).
|
|
![]() |
გვერდი | 9 | 22-დან | ![]() |