ჟან მონეს მოდულის „Enlargement Georgia” სინერგია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ჟან მონეს მოდულის საუკეთესო მოსწრების მქონე ოთხმა სტუდენტმა- ლიკა ჩოგაძემ, მარიამ გობაძემ, დავით კაპანაძემ და ანჟელიკ ალ ასმარმა, მონაწილეობა მიიღეს ერევნის საზაფხულო სკოლაში. პროგრამა ჩატარდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრში, ევროკავშირის სრული დაფინანსებით, 2025 წლის 28 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, ჟან მონეს მოდულის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნინო ლაპიაშვილმა, ჩაატარა სალექციო ციკლი ევროკავშირის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის, ასევე, ევროკავშირის გაფართოების თემატიკაზე.
მოხარულები ვართ იმ კოლაბორაციითა და სინერგიით, რომელიც შეიქმნა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ჟან მონეს მოდულსა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრს შორის. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვნად ამდიდრებს აკადემიურ პროცესს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, რაც ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროპისმცოდნეობის მიმართულების გაძლიერებას.
იხილეთ ფოტო-გალერეა






